29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
8 წლის ბავშვს ახალციხეში ბაიკერი დაეჯახა - დაშავებული მძიმე მდგომარეობაში თბილისში გადმოჰყავთ

ახალციხეში, რაბათის უბანთან 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების თქმით, მოზარდს დაზიანებული აქვს თავი და ფეხები. კატასტროფის მანქანას, ამ დროისთვის, ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

ბაიკერთა გამართულ შეჯიბრებაზე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლუბი მონაწილეობდა.

მოზარდი ახაალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. მორიგე ქირურგი, გენადი ხატიძე განმარტავს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

დღის ამბები