კახეთში 41 წლის მამაკაცს, ტაქსით მგზავრობის დროს, უკანა სავარძელზე მჯდომმა მისივე ნაცნობმა 2 ტყვია ესროლა.
მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, დაპირისპირება მანქანის შესყიდვას უკავშირდება.
მოკლული მანქანებით ვაჭრობდა, მასთან მისულ მწყემსს კი მანქანის ყიდვა სურდა. მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
განსხვავებულ ვერსიას ჰყვება ეჭვმიტანილის მამა, რომელიც ირწმუნება, რომ მანქანის პატრონს მისი შვილის ვალი ჰქონდა.
განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი მოწმეები, მათ შორის - ტაქსის მძღოლი უკვე გამოკითხეს. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.