29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ფონიჭალაში არასრულწლოვანი, ძმასთან ერთად მეზობელმა დაჭრა - დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ნარკოდანაშაული სახელდება

თბილისში, ფონიჭალაში არასრულწლოვანი დაჭრეს. მას, ძმასთან ერთად, მეზობელმა და ბავშვობის მეგობარმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული მათ საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ექიმების განცხადებით, ორივე ახალგაზრდა კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად, რომელსაც დაზარალებულის ოჯახი ავრცელებს, ნარკოდანაშაული სახელდება. არსებობს ვარაუდი, რომ დანაშაულში ბრალდებული ორ ახალგაზრდას ნარკოდანაშაულში მონაწილეობას აიძულებდა.

დღის ამბები