29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გამომცემელთა ასოციაცია წიგნის 22-ე ფესტივალისთვის ემზადება

"ექსპო-ჯორჯია" წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. საგამოფენო ცენტრი 40-მდე გამომცემლობას დაეთმობა. პოსტპანდემიურ ეპოქაში მკითხველებს შორის, დისტანციასთან ერთად, ფესტივალის ხანგრძლივობაც გაიზრდება და 4-დღის ნაცვლად, 6 დღეს გაგრძელდება.

განსაკუთრებული მოლოდინით და სიახლეებით ხვდებიან 22-ე ფესტივალს გამომცემლობები. ფესტივალზე ძველი და ახალი გამოცემები იქნება წარმოდგენილი. გაზაფხულზე შემდგარი ორდღიანი ვირტუალური გამოფენის შემდეგ, ეს მკითხველთან შეხვედრის პირველი შესაძლებლობაა. ლიტერატურული პაემანი სამ განსხვავებულ ფორმატში წარიმართება.

ტრადიციისამებრ, ორგანიზაციები მკითხველებს სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებასაც შესთავაზებენ.

დღის ამბები