29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
დეა კაპანაძის სატელევიზიო ინტერვიუები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა დეა კაპანაძის და გარდაცვლილის ნათესავის ჩვენებების ნაწილი გაასაჯაროვა.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მათი სატელევიზიო ინტერვიუები, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება.

მიხეილ რამიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, შეისწავლონ და გაასაჯაროვონ სატელიტიდან ამოღებული კადრები, იმისთვის, რომ დადგინდეს, სად გაადაადგილდებოდა დაღუპული პროგრამისტის მანქანა. 

"ვითხოვ პროკურატურის მხრიდან, მაქსიმალურად დაჩქარებული წესით სატელიტიდან გადაღბული სურათები, 18-დან 22 ივლისამდე პერიოდში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იყო თუ არ იყო იმ შემთხვვევის ადგილზე თამარის ავტომობილი,"- განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.  

დღის ამბები