29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"ევროპული საქართველო", ნოქალაქევში, ფოთის, ხობისა და სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა

"ევროპულმა საქართველომ", ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან ერთად საზეიმო შეკრება გამართა. გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და მათ პარტიის პროგრამაზე ესაუბრა.

ლიდერებმა ამომრჩევლებს დაპირებები გააცნეს და მხარდამჭერებს აფხაზთა კრების თავჯდომარე, მალხაზ პატარაია წარუდგინეს, რომელიც "ევროპული საქართველოს" გუნდს შეუერთდა.

"ჩინოვნიკები რომ ფლანგავენ ჩვენს ქონებას, ხალხს უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრება. ჩვენ უნდა შევქმნათ პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში თქვენი დახმარებით ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, რომ თან კრიმინალს არ ავაშვებინოთ თავი რასაც ახლა ივანიშვილი შვება, მაგრამ თან თავისუფალი სასამართლო გვქონდეს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები