29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი გაიმართა. სტუმრებისათვის მოეწყო წარმოდგენილი პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

ფესტივალი ჩეხეთის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ. ყველისა და თაფლის პროდუქტის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია," - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იანა გაშპარიკოვამ.

"დღეს წარმოდგენილი არის სამი სხვადასხვა დიდი ასოციაცია, ეს არის ყველის გილდია, ჩაის ასოციაცია და მეთაფლეთა გილდია. მათ გააერთიანეს თავიანთი ძალები და სამინისტრომ გაუწია მათ მხარდაჭერა, რომ ჩატარდეს ფესტივალი. ჩვენმა მეწარმეებმა წლიდან წლამდე ისწავლეს ახალი შეფუთვა, ახალი მარკეტინგი და გადადიან, ეტაპობრივად, ევროპულ სტანდარტებზე," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

დღის ამბები