29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ლაგოდეხის ნაკრძალში უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს დღეს ბრალს წაუყენებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტები, ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქალზე ადგილობრივმა 27 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.

შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა.

ძალადობაში ბრალდებული, ოთხ მეგობართან ერთად, იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტურისტებს ღამე უნდა გაეთენებინათ. ის პოლიციამ მალევე დააკავა. გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულმანიძე აცხადებს, რომ პოლიციას მიმართეს და გამოძიება დაწყებულია.

დღის ამბები