29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
უფასო კვება, კომპიუტერი ყველა კლასის ყველა მოსწავლეს - "ლეიბორისტულმა პარტიამ" განათლების სფეროში საკუთარი ხედვა წარმოადგინა
ერთჯერადი კვება საჯარო სკოლებში სახელმწიფოს ხარჯზე, კომპიუტერების დარიგება პირველიდან მე-12 კლასამდე - "ლეიბორისტულმა პარტიამ" დღეს საკუთარი ხედვა გაასაჯაროვა, რა ცვლილებებს გაატარებს გამარჯვების შემთხვევაში განათლების სფეროში.
 
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მოხელეებს ასევე უნდა აეკრძალოთ ბავშვების მიყვანა კერძო სკოლებში.
 
"ლეიბორისტების" ინიციატივა სპორტული აქტივობების წახალისებასაც გულისხმობს.
 
"ჩვენ ვიცით, რომ ასეულობით მილიონი იხარჯება სპორტული ფედერაციებისათვის, რომ გამოზარდონ ერთეული ზონდერები, რომლებიც მერე ჩაერევიან ახალგაზრდების კამათში და დახოცავენ ხალხს, ან მივლენ საარჩევნო უბანზე, სცემენ პოლიტიკოსებს და გააყალბებენ არჩევნების შედეგებს. 
 
შეწყდება ყოველგვარი დაფინანსება სპორტულ ფედერაციებზე, დაფინანსება წავა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და არცერთი სპორტული სექცია არ იქნება ფასიანი," - განაცხადა შალვა ნათლაშვილმა. 
დღის ამბები