29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი მისი გუნდის წევრზე შანტაჟის შესახებ საუბრობს.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ. მომხდარს ვაშაძე მათ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

"ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, იმიტომ, რომ მისი პერსონალური ინფორმაციაა და არ გვაქვს უფლება, დავარღვიოთ ეს საკითხი, მაგრამ ამ განცხადებას ვაკეთებ იმიტომ, რომ ეკრანიდან ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, ვინც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟზე წავიდა ჩვენს თანაგუნდელთან მიმართებაში.პირობას ვაძლევ, უმკაცრესი რეაგირება იქნება, ჩავყვებით ბოლომდე,"- განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები