ბოლო 24 საათში, გლობალური მასშტაბით, ახალი კორონავირუსი 304 626 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლოს, მსგავსი რეკორდი 14 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში, ერთ დღეში 304 351 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი არის აშშ-ში, სადაც ვირუსი 6,2 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 188 500 დაიღუპა.
მეორე ადგილზეა ბრაზილია 4,1 მილიონი ინფიცირებულით და 126 ათასი დაღუპულით. მესამეზე კი, ინდოეთი, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.