29 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
სოფელი ყანდაურა უწყლოდ არის დარჩენილი - ადგილობრივ ხელისუფლებაში პრობლემის მოგვარებას დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირებენ

სოფელი ყანდაურა უწყლოდ არის დარჩენილი. ადგილობრივები "კურიერთან" პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წყალი, რომელიც სასმელად ვერ გამოიყენება სოფელში დილით, ისიც მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მოდის. სასმელი წყლის მოსატანად კი სოფლის მაცხოვრებლებს კილომეტრზე მეტის გავლა უწევთ. მათი ნაწილი დეფიციტის შემთხვევაში წვიმის წყალსაც იყენებს.

მოსახლეობამ მერის სახელზე არაერთი განცხადება გაგზავნა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში პრობლემის მოგვარებას დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირებენ. ამ ეტაპზე, რაც მათი მხრიდან გაკეთდა მანქანების გამოყოფაა, რომელიც სოფელს წყლის განსაზღვრულ რაოდენობას აწვდის.

დღის ამბები