29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
კიბერთავდასხმები საქართველოზე - სპეციალისტებს წინასაარჩევნოდ კრემლის აგრესიული პროპაგანდის და ჰიბრიდული ომის გაძლიერების მოლოდინი აქვთ

უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტების მოსაზრებით, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასხმები მომდევნო ორი თვის განმავლობაში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეტევა ლუგარის ლაბორატორიის ბაზებზე კრემლის ერთგვარი ექსპერიმენტია. ლაშა პატარაიას მტკიცებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამ ფორმით საზოგადოებაში დაუცველობისა და შიშის განცდის დამკვიდრებას ცდილობს, რასაც სამომავლოდ, ადგილობრივი აგენტურა, შეერთებული შტატების მიმართ ანტაგონისტური განწყობების გაღვივებისთვის გამოიყენებს.

კრემლის აგრესიული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს ლუგარზე განხორციელებულ კიბერშეტევას ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შექმნილი საწამლავ "ნოვიჩოკის" საქართველოში არსებული ლაბორატორიისთვის დაბრალება კარგად დაგეგმილი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია.

დღის ამბები