29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
56 დღე პოლიტიკური ბრძოლის დასკვნით რაუნდამდე - რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო კონფიგურაცია ჯერ ისევ უცნობია

პოლიტიკური ბრძოლის დასკვნით რაუნდამდე 56 დღე რჩება, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო კონფიგურაცია კი, ისევ უცნობია. ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რეგიონებში საკუთარი სახეები სრულად ამ დრომდე არ დაუსახელებია. თუმცა, ვრცელდება სავარაუდო ვერსიები, რომ მაღალი კონკურენციის ოლქებში ამომრჩეველი ნაცნობ ლიდერებს იხილავს.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი კანდიდატი ამ დროისათვის მცხეთა-მთიანეთშია წარდგენილი. კანდიდატები წარდგენილი არიან კახეთის რეგიონშიც. დაახლოებითი კონფიგურაცია ცნობილია სამეგრელოშიც. ზუგდიდში "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერჯერობით კანდიდატი არ დაუყენებია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კენჭს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იყრიდა, პარტიამ უარყო.

4-4 კანდიდატია წარდგენილი ქუთაისსა და ბათუმში.

ჯერჯერობით არც ერთ ოლქში არ დაუსახელებია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები "პატრიოტთა ალიანსს".

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა დედაქალაქის 8-ვე ოლქში უკვე ცნობილია. მთავარი ინტრიგა ახლა მმართველი გუნდისა და ოპოზიცური პარტიების პროპორციული სიების ათეულებია.

დღის ამბები