კიბერშეტევების პარალელურად, კრემლი ოპონენტებზე რუსული შხამით შეტევასაც განაგრძობს. ალექსეი ნავალნი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ისევ კომატოზურ მდგომარეობაშია.
რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტს, პირველად გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. შეერთებული შტატები რუსეთს ნავალნის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
კრემლს აკრიტიკებს დასავლეთიც. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" არსებობა მხოლოდ რუსეთისთვის არის ხელმისაწვდომი. რუსეთის საგარეო უწყება კი ბრალდებებს უარყოფს და კრიტიკოსებს იძულებით პათეტიკაში ადანაშაულებს.