29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო - დაესწრებიან თუ არა არჩევნებს უცხოელი დამკვირვებლები პანდემიის ფონზე

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დღეს ოფიციალურად დასრულდა. ამ ეტაპზე პარლამენტარის მანდატებისთვის ბრძოლას 66 სუბიექტი აპირებს, თუმცა წინ მათ ცესკოსთვის პროპორციული სიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა ელით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციიდან 31 ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე პროცედურული ნაბიჯია გასავლელი.

პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი მეტ სიზუსტეს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ამომრჩეველს სექტემბრის ბოლოსთვის ჰპირდება, საკუთარ ძალებში მტკიცედ არიან დარწმუნებულები ახლებიც და ძველებიც. მთავარი გამოცდა კი, უკვე არჩევნების დღე იქნება.

დღის ამბები