29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ჰალუცინაცია, ფსიქიკური აშლილობა და ნერვული პრობლემები - საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. საშიში ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს შავ ბაზარზე არალეგალურად გამოჩნდა ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ჰალუცინაცია, ფსიქიკური აშლილობა და ნერვული პრობლემები - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოწვევაც ახალ ბიო-ნარკოტიკულ საშუალებას შეუძლია.

სინთეზური ნივთიერება იმდენად საშიშია, რომ მისი ერთჯერადი მოხმარებაც კი, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ახალი ბიო-ნარკოტიკი ადამიანის ფსიქიკას მოკლე დროში ანადგურებს.

რეალიზატორების ნაწილი, ვინც მიწისქვეშა ლაბორატორიებში კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს ყიდდა, უკვე დაკავებულია.

დღის ამბები