29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
მუშტაიდის ბაღში თბილისის საბავშვო ფესტივალი იმართება

მუშტაიდის ბაღში თბილისის საბავშვო ფესტივალი იმართება. ფესტივალში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მხარდაჭერით, წელს, ქართული სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი 30 ბენეფიციარი კომპანია მონაწილეობს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შეუძლიათ პირადად გაიცნონ ქართველი მწარმოებლები, შეიძინონ მათი პროდუქცია და სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთონ. ღონისძიება დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

პროექტი სააგენტო "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები