29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბანგლადეშში გაზის მილის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

16 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ბანგლადეშში გაზის მილის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.

დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა მეჩეთთან ახლოს მოხდა. აფეთქება გაზსადენი მილიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები