29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
არც დაკეტვა განიხილება და არც საგანგებო ზომების ამოქმედება​ - თენგიზ ცერცვაძე აჭარის რეგიონზე

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა კვლავ ნარჩუნდება. შავი ზღვისპირეთი კვლავ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა.

დღეს ქვეყნის ყველა მთავარი ეპიდემიოლოგები აჭარაში იმყოფებიან. ისინი მედია კონფერენციას ესწრებიან და კორონავირუსის გამოწვევებზე მსჯელობენ. ეპიდემიოლოგებმა COVID ცენტრებში მყოფი ინფიცირებულები მოინახულეს. 

ბათუმში იმყოფება ასევე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. მისი განცხადებით, ბოლო დღეების მატება გარდაუვალი იყო, თუმცა ეს ზრდა კონტროლის არეალს არ სცდება. 

"არც დაკეტვა განიხილება და არც საგანგებო ზომების ამოქმედება. ეს მონაცემები რაიმე განგაშის საფუძველს არ იძლევა. მიკრო აფეთქებები და ლოკალური მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ვირუსი ფართოდ გავრცელდება,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან 13 აჭარაში დაფიქსირდა. 

დღის ამბები