29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ჩოხატაურში COVID-19-ით ინფიცირებული 3 თვის ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება. 

"კატასტროფის ჯგუფმა შემოიყვანა ჩვილი. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდ ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას,"- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

დღის ამბები