29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
არჩევნებზე მონიტორინგი უნდა იყოს მტკიცე და ყოვლისმომცველი, რამდენადაც ეს მოცემულ გარემოებებშია შესაძლებელი - გერმანიის ელჩი

ოქტომბრის თვეში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კვლავაც დააკვირდება ეუთო/ოდირი  350 მოკლევადიანი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებლით, ასევე თბილისში ჩამოსასვლელად ემზადება 30 დამკვირვებელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.

არჩევნებს მონიტორინგს გაუწევენ ადგილობრივი საელჩოებიც. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყოვლისმომცველად დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. გერმანიის ელჩის თქმით, მათი ინტერესია, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და შესაბამის მოწოდებებს კიდევ ერთხელ აკეთებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე. გერმანია უკვე ამზადებს მონიტორთა ჯგუფს, რომლებიც ეუთო/ოდირის მისიას შეუერთდება. დამკვირვებლები ჩამოვლენ სხვა ქვეყნებიდანაც. მონიტორინგის პროცესი კი უნდა იყოს მტკიცე და ყოვლისმომცველი, რამდენადაც ეს მოცემულ გარემოებებშია შესაძლებელი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სურს და მხარს უჭერს საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე და ჩვენ, როგორც პარტნიორი სახელმწიფოები მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან,"- აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები