29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
შეიქმნა ახალი პოლიტიკური ცხოველი-სააკაშვილი, ბოკერია და კობახიძეები - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთებას შეერწყა. მისივე თქმით, შედეგად შეიქმნა პოლიტიკური მუტანტი, რის წინააღმდეგაც "პატრიოტთა ალიანსს" უწევს ბრძოლა. 

"შეიქმნა ახალი პოლიტიკური ცხოველი. ადრე კლასიკური ტიპის ნაცები რომ იყვნენ, იმდენად შეირწყა ეს "ოცნების ნაწილმა", რომ შეიქმნა ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი და ეს ცხოველი დღეს არის სააკაშვილი, ბოკერია, კობახიძე - კობახიძეები. ერთი სულისკვეთების, აზროვნების, ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკური ცხოველი.

"ოცნებასთან" კი არ გაფუჭდა ურთიერთობა, ოცნების მთავარი სახე და ლოკომოტივი რომ კობახიძეა, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ასეთ კაცს რომ ქვეყნის პარლამენტს და სახელმწიფოს ანდობ, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. დღეს კობახიძე, ბოკერია და სააკაშვილი ერთი პოლიტიკური ცხოველია და ჩვენ ამ მუტანტის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა," - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები