29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ირმა ინაშვილმა დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია.

მან აღნიშნა, რომ "პატრიოთა ალიანსი" ამ დღეების განმავლობაში საინფორმაციო შტურმის სამიზნე იყო. 

"თქვენს ეთერში მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მოქალაქე ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია რუსული ფული. ყოველი ჩემი მოქმედება გამსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, საქართველოს ინტერესების დაცვით და ამას ვაკეთებ თბილისშიც, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.

ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

პროკურატურამ კი საქმე შესწავლის თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა.

გარდა ამისა, პარტიის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსა და წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ რუსული საინფორმაციო ცენტრი "დოსიე" ახალ მასალებს აქვეყნებს. 

 

 

 

დღის ამბები