29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ბანერზე იყო მინიშნება იმაზე, რომ აჭარაში არის სერიოზული პრობლემები - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საარჩევნო ბანერების საკითხზე საუბრისას "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აჭარა დასაცავია თურქული ექსპანსიისგან.

მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" ბანერებზე სწორედ ამ პრობლემის შესახებ უნდა ყოფილიყო მინიშნება. 

"აქ წარმოდგენილი ბანერების ნიმუშებიდან შეთანხმებული ვარიანტი არცერთი არ ყოფილა. იყო მინიშნება იმაზე, რომ აჭარაში არის სერიოზული პრობლემები, რომ აჭარა დასაცავია თურქული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიისგან. მე აქ კი არ ვლაპარაკობ ამას პირველად, 4 წლის მანძილზე პარლამენტში საჯაროდ გამოვდიოდი ტრიბუნაზე და ღიად ვლაპარაკობდი ამ პრობლემაზე. კონკრეტული ფაქტებით, გვარებით და კომპანიების დასახელებით. ბათუმში თურქული საბავშვო ბაღი და სკოლა გაიხსნა და ისე გაიხსნა, საქართველოს განათლების სამინისტროს არ ემორჩილება და მის სტანდარტს არ ექვემდებარება. მსგავსი რამ ნორმალურად მიგაჩნიათ?,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები