29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ბჟანიას იმ დახურულ შეხვედრაზე არ უთქვამს, თითქოს ჩვენ რამეს ვაღიარებთ ან რომ ჩვენი შეხვედრა შეცდომა იყო - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კატეგორიულად უარყოფს ოკუპირებული აფხაზეთის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა დახურულ შეხვედრაზე "პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრას შეცდომა უწოდა და რომ მათ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს. 

დასტურად, ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში წარმოადგინა სტატია, სადაც მისი თქმით, ასლან ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი დახურული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 

"ის, რაც თქვენ წაიკითხეთ, არავითარი მსგავსი ბჟანიას იმ დახურულ შეხვედრაზე არ უთქვამს. გეუბნებით ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსის განცხადების საფუძველზე,​ ბჟანიას მსგავსი განცხადება იმ დახურულ შეხვედრაზე არ გაუკეთებია, რომ თითქოს ჩვენს რამეს ვაღიარებთ. აღიარება და ჩატეხილი ხიდების აღდგენა ერთი და იგივეა?

ალხაზ კვიცინი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. გეკითხებით, რატომ მაინცდამაინც "ჭ" კლასის სააგენტოების და საქართველოს მტრების დაფინანსებულ თითქოსდა ინფორმაციას რომ ავრცელებთ, ეს ნუთუ ვერ იპოვეთ ინტერნეტში? აქ წერია სიმართლე და ბჟანიას ოფიციალური წარმომადგენელი აკეთებს ამ განცხადებას. იმ დახურულ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. მე ვეცნობი აფხაზურ მედიას ღია საჯარო წყაროებით, ვეცნობი მათ ფორუმებს და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები