29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
შევხვდი რუსეთის დუმის დეპუტატს ვალოდინს, ის ФСБ-ზე მაღლა დგას - ირმა ინაშვილი

"ღამის კურიერის" ჟურნალისტმა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა მას კონტაქტი "ФСБ"-სთან?

ირმა ინაშვილმა რუსულ სპეცსამსახურთან კონტაქტი უარყო და განაცხადა, რომ მას კავშირი მხოლოდ დეპუტატებთან აქვს და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ФСБ-სთან.

"ФСБ -სთან კონტაქტები ჰკითხეთ ეთერში რომ მოიყვანთ სააკაშვილს და ბოკერიას. საზღვარი გადავლახეთ ჩვენი სწორი მოქმედებების შედეგად. მე დაველაპარაკე აფხაზებს და მე ავუხსენი, რომ ვარ საქართველოს ვიცე-სპიკერი. მიმაქვს ხატი ილორში და მე პირდაპირ ვამბობ, რომ არავის დავუყოვნებივარ პუნქტზე, იქ ზედმეტ კითხვებს არავინ სვამს.

ФСБ -სთან არც მე მაქვს კავშირი და არც დავით თარხან მოურავს. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ გვაქვს ფორმატი. ეს არის დეპუტატებთან შეხვედრის ფორმატი, ეს არ არის ФСБ. მე არ დამიმალავს და შევხვდი, რუსეთის დუმის დეპუტატს ვალოდინს. მე მასთან მაქვს კომუნიკაცია და არც ვალოდინი არ არის არავითარი ФСБ. ამიტომ ჩვენი ამ დეპუტატებთან შეხვედრები და ჩემივე კონტაქტები ვალოდინთან საკმარისია თქვენ კითხვაზე, რომ გავცე პასუხი.

ვალოდინი ФСБ-ზე მაღლა დგას და ФСБ არ არის. მეკითხებით, გამოვიყენეთ თუ არა ჩვენი კონტაქტები მოსკოვთან, რა თქმა უნდა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ გამოიყენა მისი პირადი კონტაქტები. კონკრეტიკა არ არის საჭირო, კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის ФСБ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები