29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ღვთისმშობელთან ომი არავის მოუგია, ნურავინ ნუ შეეცდება ითამაშოს ღვთისმშობლის ხატის თემით  -ირმა ინაშვილი ხატის დაბრუნებაზე

დაუბრუნდება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატანილი ხატი ისევ ირმა ინაშვილს? - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ილორში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი თავის ადგილს იპოვის. მისი თქმით, ხატთან დაკავშირებით საზოგადოებაში და მედიაში ბოროტი და შავი სიხარულია გავრცელებული.

ირმა ინაშვილის განცხადებით, რომ ხატის თემით თამაში სახარბიელო არავისთვისაა. 

"ხატთან დაკავშირებით ისეთი ბოროტი და შავი სიხარულია, მათ შორის თქვენს არხზეც, რომ არ ვიცი. ჩავაბრძანე ხატი, ამით დანაშაული ჩავიდინე? - არა.

ხატის ჩაბრძანების თემას მოჰყვა იმხელა ამბავი, სააკაშვილი ბოკერიები, რომლებმაც ეს თემა დაქოქეს, სწორედ მათგან გამომდინარეობს ეს შავი სიხარული. მთელი ამდენი დღის მანძილზე ეს ხატი იყო ილორში და ახლაც ილორშია, ამ ხატზე ნურავინ ნუ იდარდებს. ნურც თქვენ დარდობთ და ნურც ნურავინ.

ჯერ თქვენ არ იცით ხატი სად წავა და ამიტომ წინასწარ პროგნოზს ნუ აკეთებთ.

ეს ქალი, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა არის გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის ინიციატორი და ამის გამო მებრძოლი. ჟურნალისტები იმიტომ ვართ, რომ მოვიძიოთ მეტი მასალა. 

ნუ დავასწრებთ მოვლენებს - მე მთელი ამ დროის მანძილზე მესმის, რომ ხატი ბრუნდება, მაგრამ ხატი მთელი ამ დღეების მანძილზე ილორსა და აფხაზეთშია. 

მინდა ხაზი გავუსვა - ნურავინ ნუ შეეცდება ითამაშოს ღვთისმშობლის ხატის თემით, ეს ძალიან ფაქიზი თემაა. მე არავის ვურჩევ, არც ქართველებს და არც აფხაზებს დაუპირისპირდნენ ამ ხატს. ღვთისმშობელთან ომი არავის მოუგია. ეს ხატი უკვე წოდებულია ილორის ღვთისმშობლის სახელით და ის დიდ სიკეთეს მოუტანს ქართველებს და აფხაზებსაც,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები