29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს ირმა ინაშვილს ხვალ დაუბრუნებენ

ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ირმა ინაშვილს ხვალ დაუბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის ინიციატორი და 90-იან წლებში სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ნაირა ამალია ავრცელებს.

ის ამბობს, რომ საუბარია არა ტრადიციული ხატწერით შესრულებულ ხატზე, არამედ სტამბაში დაბეჭდილ რელიგიურ სცენაზე. ოკუპირებულ რეგიონში დაწუნებულ ხატს, ნაირა ამალიას თქმით, ხვალ ენგურის ხიდზე მიაბრძანებენ.

დღის ამბები