თბილისის 3 დღიანი ჯაზფესტივალის შემდეგ, საკონცერტო საღამოები უკვე საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.
ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ 50-მდე მუსიკოსი მუსიკალურ წარმოდგენებს გამართავს.
უკვე დღეიდან, აღნიშნულ ფორმატში ჯაზ-ფესტივალს სიღნაღი უმასპინძლებს. ქალაქის მთავარ მოედანზე დღეს და ხვალ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ჯაზშემსრულებლები დაუკრავენ.