29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"Skygirls"-ში​ მომხდარი ინციდენტისთვის დაკავებულ სამ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ღამის ბარ "Skygirls"-ში​ 2 ადამიანის ცემისთვის დაკავებულ სამ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის დაწესებულების მფლობელ მარიანა ჩხაიძეს.

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დაზარალებული ივა ფრუიძე და მისი მეგობარი ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, გვიან ღამით, ბარ "Skygirls"-ში​ მომხმარებლებს ჯერ არასწორი ანგარიში მიუტანეს, ხოლო პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები