29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ისაუბრა თუ არა "პატრიოტთა ალიანსმა" ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებაზე - პოლიტიკურ სპექტრში განმარტებებს ითხოვენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების დახურულ სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებები აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. ე.წ. პრეზიდენტმა "პატრიოტთა ალიანსის" ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს მისი გუნდის "შეცდომა" უწოდა, თუმცა დააზუსტა, რომ ქართველი დეპუტატები მზად არიან თანამშრომლობისთვის, შემდეგ კი ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებისთვის.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გავრცელებულ განცხადებას ინტერპრეტირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ უსაუბრია.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. 

დღის ამბები