29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ერთი კრიტიკულად მძიმედ დაშავებული - რამ გამოიწვია აფეთქება კლუბ "დეჟავუ"-ში

თბილისის ცენტრში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, კლუბ "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებულიდან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მხარის, კისრის და გულმკერდის არეში აქვს. ამის გარდა, მას სხეულზე დამწვრობაც აქვს მიღებული.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი კონდიცირების სისტემის შეკეთებისას, ჟანგბადის ბალონის აფეთქების გამო მოხდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მუშაა. დაშავებულებს შორის არიან კლუბ "დეჟავუს" მენეჯერი, გამვლელი და მუშა.

კოსტავას ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები