29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას რამდენიმე ასეულით აღემატება

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებებია აღმოჩენილი.

მედიკამენტების ოდენობა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას რამდენიმე ასეულით აღემატება.

ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების რაოდენობა იდენტურია.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამ ტიპის მედიკამენტებს 17 ივლისს, "გუგლის" საძიებო სისტემით ეძებდა. იმავე დღეს კი, მან ეს პრეპარატები ხუთ სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში არ ჩაერთვება.

დღის ამბები