29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ვანო არსენიშვილის და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმი "გვირაბი" ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი - "გვირაბი" ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა.

ფილმი "გვირაბის" გადაღებები 6 წლის განმავლობაში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში მიმდინარეობდა და მოქმედება "მოლითის" სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდება.

"გვირაბის" მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს შედგა. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები