29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
დაპირისპირება Skygirls-ში, რომელსაც ბარის დაცვის წევრებისა და მენეჯერის დაკავება მოჰყვა - დაზარალებული მათ თაღლითობაშიც ადანაშაულებს

პეკინის გამზირზე მდებარე ბარ Skygirls-ში მომხდარი დაპირისპირებიდან მეთერთმეტე დღეს ბარის დაცვის 2 თანამშრომელთან ერთად ბარის მენეჯერიც დააკავეს. მარიანა ჩხაიძეს დაზარალებული ივა ფრუიძე მისი და მისი მეგობრის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება.

მარიანა ჩხაიძე დღეს დაზარალებულმა ამოიცნო და ის შსს-ში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრუიძე ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათი იმყოფებოდა. დააზუსტა ჩვენებაც და დაადასტურა, რომ ბარის მენეჯერი ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ივა ფრუიძემ დღეს გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებითაც, რომლის მსხვერპლიც, როგორც ამბობს, Skygirls-ში თავად გახდა.

დაკავებულ 3 პირს გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. თუმცა, ივა ფრუიძის ინფორმაციით, მისი და მისი მეგობრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში 6 პირი მონაწილეობდა.

დღის ამბები