29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის გეოგრაფია იზრდება - რუსთავში შესაძლოა "ავერსის" კლასტერი გაჩნდეს, კლინიკაში 50 PCR ტესტის პასუხს ელოდებიან

მთელი საქართველო ექიმების ტესტების პასუხების მოლოდინშია. "ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში, სადაც 2 ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს 50-მდე თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

ქვეყანაში ვირუსის გეოგრაფია დღესაც გაიზარდა - ახალი კერები გაჩნდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში. უმეტესობა ჩაქვის კლასტერია - 20 ახალი შემთხვევა ასეთია საერთო ჯამში 3 სექტემბრის მონაცემი.

COVID-სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მაჩვენებელი 82.%-მდეა. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა აქედან 3 კრიტიკული და 16 მძიმეა.

დღის ამბები