29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
რაში დასჭირდა 19 წლის ჟურნალისტს კვალის არევა გიორგი შაქარაშვილის საქმეში - ცრუ ჩვენებისთვის ვერონიკა არონიას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი პირი დააკავა. ჟურნალისტური კარიერის მოწყობის ნაცვლად, 19 წლის ვერონიკა არონიას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღესვე საგამოძიებო უწყებამ, ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მას მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

დღის ამბები