29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
სამსახურიდან წასვლის მიზეზი და სუიციდით მუქარა - დეა კაპანაძე, რომელსაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი პრობლემებს უმხელდა "კურიერთან" ალაპარაკდა

მეგობარი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი ყველაფერს უყვებოდა, "კურიერს" ვრცელ ინტერვიუს აძლევს. დეა კაპანაძე უახლოესი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა. სწორედ დეა კაპანაძემ იცის ყველაზე მეტი, მათ შორის დეტალები მეგობრის პირადი ცხოვრებიდან და რამდენიმე საიდუმლო რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა სწორედ მას გაუმხილა.

თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა, პრობლემები, სამსახურიდან წასვლის მიზეზი - დეა კაპანაძე ამ ყველაფერზე დღეს "რუსთავი2"-თან საუბრობს.

მათი მეგობრობის ათვლა 2015 წლიდან იწყება. ხუთ წლიანი ურთიერთობის განმავლობაში უახლოეს მეგობარს თამარ ბაჩალიაშვილი ახსოვს როგორც მიზანდასახული და მშრომელი, თუმცა დეპრესიული ხასიათით.  

"კურეირთან" საუბრის დროს თამარ ბაჩალიშვილის მეგობარი იხსენებს, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ჰქონდა. თამარს თავად აქვს მოყოლილი მეგობრისთვის, რომ მან რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა. საიდუმლო უახლოეს მეგობარს მან წლების შემდეგ გაუმხილა.

სუიციდით დაემუქრა ოჯახსაც თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე. როგორც მისი მეგობარი ყვება ახალგაზრდამ საკუთარ დედ-მამას უთხრა, რომ ერთხელაც ისე გაუჩინარდებოდა, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნებდა.

დეა კაპანაძე "კურიერს" უყვება, რომ ამ ინტერვიუს მთავარი ამოცანა თავდაცვაა იმ ბრალდებებისგან, რომელიც გარდაცვლილის მეგობრის მისამართით 18 ივლისიდან, ანუ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღიდან ისმის.



დღის ამბები