29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ლოკალური ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

NCDC -ს განმარტებით:

მომართვის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სიმპტომების მიუხედავად) უფასოდ ტესტირებას ექვემდებარება ყველა ის მოქალაქე, რომლიც ქალაქ ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია/კაფე დონაში იმყოფებოდა 20 აგვისტოდან მოყოლებული ბოლო ორი კვირის მანძილზე და ჩაქვში მდებარე სასტუმრო ოაზისში 30-31 აგვისტოს.

აჭარის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე სხვა მოქალაქეებს ეძლევათ თვითმონიტორინგის რეკომენდაცია და ამ პერიოდში სიმპტომების  (მომატებული ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ქოშინი და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექვემდებარებიან  უფასო ტესტირებას, რისთვისაც უნდა მიმართოს 112-ს.

ბათუმში, ქობულეთსა და შეკვეთილში სპეციალურად მოწყობილ ტესტირების სივრცეებში (კარვებში და ბათუმის 5 პოლიკლინიკაში), კვლავ რჩება მსურველების ნებაყოფლობითი კორონავირუსზე PCR ტესტირების არსებული რეჟიმი.

დღის ამბები