29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუზუსტდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუზუსტდა. გამოძიება ბრალდებულს ძალადობასთან ერთად, სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებასაც ედავება.

როგორც "კურიერს" საბა ჩხარტიშვილის უფლებადამცველმა განუმარტა, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესახებ ბრალის დადგენილება დღეს გადაეცა, სადაც "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საბა ჩხარტიშვილს არასრულწლოვნის ნ.ხ.-ს მიმართ სხეულის დაზიანებას ედავება.

დღის ამბები