29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
დაპირისპირება Skygirls-ში და დაკავებული 3 პირი - დაზარალებული ივიკო ფრიუძის თქმით, ჩხუბში კიდევ 3 ადამიანი მონაწილეობდა

ბარ Skygirls-ში მისული მომხმარებლის ცემისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს, დაკავებული 30 წლის ქალი ბარის მენეჯერია. დაზარალებულის ინფორმაციით ის აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებაში იმყოფება დაკავებული მენეჯერი მეუღლე რომეო ჩხეიძე, შსს-ში მივიდა მისი უფლებადამცველიც. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით იქნა დაბარებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შსს-ში.

რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დაზარალებულმა ივიკო ფრუიძემ დატოვა. მამაკაცი ფიზიკური ძალადობის გარდა ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება ჯერჯერობით 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ივიკო ფრუიძის თქმით, დაპირისპირებაში 6 ადამიანი მონაწილეობდა.

"დანარჩენი 3 ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით არ არის დაკავებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, იყო გამოძახებული მაშველ ძალად იმისთვის რომ გაგვმკლავებოდნენ ჩვენ. ჯერჯერობით მათი ვინაობა უცნობია, აქვთ გარკვეული ინფორმაციები მაგრამ ჯერჯერობით გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ,"-აცხადებს ივიკო ფრუიძე.

ფრუიძის ადვოკატის თქმით, უწყებაში ჩატარდა ამოცნობის პროცედურა და დაზარალებულმა ამოიცნო ბარის მენეჯერი, რომელიც მის ცემაში მონაწილეობდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, მათგან 2 ბარ Skygirls-ის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ერთი კი ბარის მენეჯერია. 

დღის ამბები