29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
მაგათი არ გვეშინია, ჩვენ საიდუმლო ექსპერიმენტებს არ ვატარებთ და შესაბამისად, ვერაფერს მოიპარავდნენ - პაატა იმნაძე კიბერთავდასხმაზე

პაატა იმნაძის განაცხადებით, კიბერთავდასხმისას ვერავინ ვერფერს მოიპარავდა, რადგან ლუგარის ცენტრში საიდუმლო ექსპერიმენტებს არ ატარებენ. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, საინფორმაციო შეტევის მაგალითები პირველი არ არის და ეს უკვე არავის უკვირს. 

"მაგათი არ გვეშინია, რადგანაც ჩვენ აქ რაიმე საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს და შესაბამისად, ვერაფერს მოიპარავდნენ. მეორეც, მე არ მაწუხებს ქვეყნის გარედან რას აკეთებენ. მე მაწუხებს ის, რომ ქვეყნის შიგნიდან გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ, მიჩვეულები ვართ მაგას. მაგისთვის არ გვცალია ახლა, COVID-ს ვებრძვით და ჩვენი საქმე ეგ არის," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიბერთავდასხმის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.

დღის ამბები