29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილთან მეგობრობაზე საუბრობს და ბრალდებებს პასუხობს

"კურიერის" ექსკლუზივი - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა პირველი ინტერვიუ დავით დვალიშვილს მისცა. დეა კაპანაძე დეტალურად საუბრობს მეგობართან ურთიერთობაზე და პასუხობს ყველა იმ კითხვას და ბრალდებას, რომელიც როგორც მის მიმართ, ისე გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე არსებობს. დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"რატომ რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება. მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს. არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი. დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.5ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვა და სხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა კითხვებზე სხვადასხვა პასუხები იყო," - აცხადებს დეა კაპანაძე.

დეა კაპანაძე იხსენებს, რომ მას რამდენიმე წლის წინ თამარ ბაჩალიაშვილი გამოუტყდა, რომ სკოლის პერიოდში სუიციდის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა:

"3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა," - აღნიშნა დეა კაპანაძემ.

დეა კაპანაძის ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი საღამოს 9:00 საათზე  "კურიერში" იხილავს.

დღის ამბები