29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
გიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კაპანია დაიწყო

გიგი უგულავამ ზუგდიდის სოფლებში საარჩევნო კამპანია სოფელ ჭაქვინჯიდან დაიწყო. "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად სპეციალური ე.წ. ტურისტული ავტობუსით სოფლის მაცხოვრებლებს საარჩევნო ბროშურები დაურიგა და მათი პრობლემებიც მოისმინა.

ოპოზიციონერმა კანდიდატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ევროპული საქართველო" გარდამტეხი ცვლილებების კომპასია საზოგადოებისთვის, რომელიც ანახებს გზას, რა უნდა იყოს ცვლილებების, ანუ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის მერე.

"ჩემი კონკურენტები არიან ის პრობლემები, რომლებიც დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ". ეს არის ნეპოტიზმი, კრიმინალი, კონტრაბანდა, განუკითხაობა და ტოტალური უპატრონობა, რაც სამწუხაროდ სუფევს ზუგდიდში და არამარტო ზუგდიდში. რეალურად როდესაც ვლაპარაკობთ კონკურენტებზე, კონკურენტი არის პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდეს,"- განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავამ.

დღის ამბები