29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
81 მომხრე - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

დღეს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღეს საკითხს მესამე მოსმენაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ოპოზიცია ცვლილებებს არ ეთანხმება. დღეს საუბარი იყო ნაციონალური მოძრაობისა და ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული ალტერნატიული წინადადებებზე, რასაც "ქართული ოცნება" არ ეთანხმება.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

უმრავლესობის წევრების თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს.

"ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რომ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოების მაგალითი აიღონ ქართული ოცნებისგან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და მისი სურვილია, რომ ეს მშვიდობიანად და სამართლიანად მოხდეს.  

დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, მთავარია რომ კანონი იყოს რეალურად მოქმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ ასეთი ცვლილებები მოტყუება და ფარისევლობა იქნება.

დღის ამბები