29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ნინო ლომჯარიამ და ირაკლი შოთაძემ შეხვედრაზე გახმაურებული საქმეები განიხილეს

სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურაში შეხვედრაზე, 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნინო ლომჯარიამ და ირაკლი შოთაძემ შეხვედრაზე გახმაურებული საქმეების განიხილეს. მათ შორისაა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეები. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დაინტერესდა თუ როგორ ხდება მათი აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება შაქარაშვილის საქმეზე.

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მისი აპარატისა და გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში სატელიტური ფოტოები გაჩნდეს, პროკურორს კი სწორედ ამის შესახებ ესაუბრა. 

"ვისაუბრეთ იმ რეკომენდაციებზე, რაც სახალხო დამცველმა უკვე გააგზავნა შაქარაშვილის საქმეზე, ამასთან საუბარი იყო სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც სახალხო დამცველს შესწავლა აქვს დაწყებული. რაც შეხება ბაჩალიაშვილების ოჯახთან შეხვედრას, მათი მთავრი თხოვნა იყო, რომ პროკურატურასთან სატელიტის სურათებთან დაკავშირებით გვესაუბრა. მე ეს საკითხი დავაყენე გენერალური პროკურატურის წინაშე, მათ განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

 

 

 

დღის ამბები