29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა

კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე - კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ჯანდაცვის უწყების კომპიუტერულ სისტემაზე, ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, პირველ სექტემბერს მოხდა.

მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო.

კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.

დღის ამბები