29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ირლანდიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, დაიხურა სკოლები

ირლანდიაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები და ხიდები დააზიანა.

წყალდიდობის გამო  მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა, დაიხურა სკოლები. ადგილზე სამაშველო სამსახური და მოხალისეები მუშაობენ.

სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


დღის ამბები