შტორმი სამხრეთ კორეაში - ქვეყნის სანაპიროს ტაიფუნმა გადაუარა. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტაიფუნის დროს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ახალი ზელანდიიდან ჩინეთის მიმართულებით მცურავი გემი დაიკარგა, რომლის ბორტზეც 43 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დრომდე იაპონიის სასაზღვრო პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლო, დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.